Cven Sesaxeb
Cveni misia
ჩემპიონების სახლის მისია ქართული სპორტის განვითარების გამოწვევების შესაბამისად ჩამოყალიბდა. კომპანიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ სპორტსმენებს და მათ შესთავაზოს, როგორც ბინის შეძენის საუკეთესო პირობები, ასევე კეთილმოწყობილი სპორტდარბაზი და სხვა მნიშვნელოვანი სერვისები, როგორიცაა, მასაჟი, ფიზიოთერაპია და სხვა.
Cveni gundi
varlam liparteliani
ქართველი ძიუდოისტი – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი. ევროპის 3-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასებზე მიღებული აქვს ხუთი ოქროს მედალი.
ვარლამ ლიპარტელიანმა 2013 და 2016 წლების ოლიმპიურ ჩემპიონატებზე საქართველოს ვერცხლის მედალი მოუპოვა.
avTandil WrikiSvili
ქართველი ძიუდოისტი – ევროპის 3-გზის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი. ასევე ევროპის 3-გზის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ავთანდილ ჭრიკიშვილი 2013 და 2014 წლებში საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
proeqtis Sesaxeb
kafe
ჩემპიონთა სახლში მდებარე კაფეში მომხმარებელს საშუალება ექნება, გართობის პარალელურად თბილისის ხედებით ისიამოვნოს. კაფე ორიენტირებული იქნება ჯანსაღ კვებაზე.
sportdarbazi
სპორტდარბაზი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იქნება განლაგებული. სპორტულ კომპლექსში შევა ისეთი დამატებითი სერვისები, როგორიცაა მასაჟი, საუნა და ფიზიოთერაპია.
damatebiTi obieqtebi
საცხოვრებელ კორპუსში იქნება განლაგებული სპორტული დარბაზი, აფთიაქი, მარკეტი, პარკინგი და კაფე.
ezo
საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო მოედანი მოეწყობა. ტერიტორიის 470 მეტრი გამწვანებული იქნება.
energo-efeqturoba
- საცხოვრებელი ბინები აღჭურვილი იქნება მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრითა და სათბოიზოლაციო ბლოკით.
- შენობა აგებული იქნება 350 მარკიანი ბ25 ბეტონით. ის იქნება კარკასული ტიპის, გამოყენებული იქნება უკრაინული, უმაღლესი ხარისხის არმატურა.
usafrTxoeba
- შენობა გათვლილი იქნება 9 ბალიან მიწისძვრაზე.
- საცხოვრებელ კორპუსში გათვალისწინებული იქნება სახანძრო სისტემა და უსაფრთხოების სერვისები.
parkingi
მიწისქვეშა პარკინგზე ადგილი 50 მანქანისთვის იქნება გამოყოფილი